უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 341 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 341-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია 622-ზე მეტი არასრულწლოვანი.

ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 336, ხარკოვის ოლქში – 183, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 061 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 213 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაში24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 35 250 რუსი სამხედრო მოკლეს – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაესაა დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი PACE-ის განცხადებაზე