ესაა დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი PACE-ის განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადებას ეხმაურებიან. დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.

“ეს არის ევროსაბჭოდან გამოგზავნილი დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ყველა ექიმს, ყველა ადამიანს, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ქალბატონი ნინო ლომჯარიას, უკრაინის ომბუდსმენს, ყველა ექიმს, ყველა ადვოკატს, ვინც იყო პროცესში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო” , – თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი კი ამბობს, რომ განცხადება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.

“გუშინდელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადჰყოფს რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რა თქმა უნდა, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაბამისად ამ დასკვნამ ცხადჰყო, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ვალდებულება იმისა, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. შესაბამისად, მიშას მდგომარეობა დადასტურებულია, რომ არის სახიფათო რგოლში და მოითხოვს აუცილებლობას გადაყვანილი იქნას სპეციალიზებულ კლინიკაში”, – თქვა დავით სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 341 ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგოცირიძე – დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა სანქცირებული ტვირთი საქართველოში