უკრაინაში ქალ-სამხედროებს ქუსლიანი ფეხსაცმელებით ამზადებენ აღლუმისთვის

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართება.

მასში ქალი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტთან არსებული სამხედრო ინსტიტუტის სტუდენტები არიან.

ადრე აღლუმზე ქალები სამხედრო ფორმებით, ფეხსაცმლებითა და იარაღით გამოდიოდნენ, ახლა თავდაცვის სამინსიტრომ მათი სააღლუმო ფორმის შეცვლა გადაწყვიტა, მათ შორის ფეხსაცმლის. ფოტოზე, რომელიც აღლუმისთვის მზადების პროცესს აღბეჭდავს, სამხედროებს ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ. ფოტო თავდაცვის სამინისტროს “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა.

სიახლემ სოციალურ ქსელში კრიტიკა და დაცინვა გამოიწვია. მას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – “ქართული ოცნების” მმართველობის 9 წელმა მოიტანა:
შემდეგი სტატიამუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა