მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე დედაქალაქის მერიისა და გამგეობის მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა.

მათ შორის, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. 2 344 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ბეტონის გზა დაიგო, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 193 878 ლარი დაიხარჯა.

ამასთან, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც 1 204 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო. პროექტისთვის 61 327 ლარამდე დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქალ-სამხედროებს ქუსლიანი ფეხსაცმელებით ამზადებენ აღლუმისთვის
შემდეგი სტატია„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება