უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა, რომელიც დაბომბვას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა. ქართველი მებრძოლი არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.

მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.

ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის პოზიცია ფრონტზე, რათა სახელმწიფომ დაიბრუნოს დამოუკიდებლობა და პუტინმა წააგოს ომი
შემდეგი სტატიარუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ ქალაქი