სტოლტენბერგი: მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის პოზიცია ფრონტზე, რათა სახელმწიფომ დაიბრუნოს დამოუკიდებლობა და პუტინმა წააგოს ომი

უკრაინას აქვს საჭირო იარაღი და საბრძოლო მასალა თავისი ტერიტორიის რუსი დამპყრობლებისგან გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის მიმდინარეობა არაპროგნოზირებადია, ამიტომ ვერავინ იტყვის ზუსტად როგორ დასრულდება.

„რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ უკრაინას ნატოს წევრი ქვეყნებიდან და სხვა მოკავშირეებისგან მიეცა იარაღი, საბრძოლო მასალა და გაიარა წვრთნა. მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის პოზიცია ფრონტზე, რათა სახელმწიფომ დაიბრუნოს დამოუკიდებლობა და პუტინმა წააგოს ომი“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა