რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ ქალაქი

რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული ენერგოდარის მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ ქალაქი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ ივან სამოიდიუკმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი, შესაძლოა, დაიკარგოს.

„რა თქმა უნდა, ღია საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და სადგური გამოვიდეს კონტროლიდან“, – განაცხადა სამოიდიუკმა.

სამოიდიუკმა ურჩია მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ტოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მოამზადონ დოკუმენტები და მანქანები სრულად ჰქონდეთ სავსე საწვავით.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი ოკუპირებულია რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის პირველი კვირებიდან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა
შემდეგი სტატიაომის შესწავლის ინსტიტუტი – კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, განადგურებულია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული თავდაცვითი პოზიციებიც