უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა და მეორე კი უგზოუკვლოდ დაიკარგა

უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა და მეორე დაიკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საგარეო უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ იგი სოლიდარობას უცხადებს ორივე მათგანის ოჯახს. უგზოუკვლოდ დაკარგულ მოქალაქეზე სპიკერმა თქვა, რომ “სასწრაფოდ იკვლევს დამატებით ინფორმაციას”.

დეტალები, რას აკეთებდა ბრიტანეთის ორი მოქალაქე უკრაინაში და როგორ ან როდის გარდაიცვალა ერთ-ერთი მათგანი, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.

banner
წინა სტატიაში7 თვის განმავლობაში გვაქვს ერთი მიზანი, როგორმე გამოვიყვანოთ ჩემი შვილი იქიდან, სადაც იმყოფება, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე – სააკაშვილის ოჯახის საგანგებო განცხადება და მიმართვა
შემდეგი სტატიატელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ – ზურაბიშვილი