უკრაინაში დამატებითად ცხრა რუსული არხი აკრძალეს

უკრაინაში დამატებითად ცხრა რუსული არხი აკრძალეს

უკრაინაში დამატებითად ცხრა რუსული არხი აკრძალესტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის უკრაინის ეროვნულმა საბჭომ უცხოური პროგრამების ჩამონათვალში, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ნებართვა ჩამოერთვათ, ცხრა რუსული არხი დაამატა.
კონკრეტულად, საუბარია არხებზე: “ბავშვის ღიმილი”, “ფსიქოლოგია 21”, “ნადირობა და თევზაობა”, “მართლმადიდებლური ტელეკომპანია “კავშირი”, Amazing Life, Look TV, “მინი მუვი”, “მართლა სასაცილო ტელევიზია” და Footschool TV.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, იური არტემენკომ განაცხადა, ეს არხები უშვებდნენ რეკლამებს, რომელიც უკრაინულ კანონმდებლობასთან არ არის ადაპტირებული.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში ასობით რუსული მედია აკრძალა, მათ შორის, 50-ზე მეტი ტელეარხი.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: უკრაინას ევროკავშირის ისე სჯერა, როგორც სხვას არავის
შემდეგი სტატიამერკელი თვლის, რომ ევროპის უსაფრთხოებისათვის რუსეთი აუცილებელია