პოროშენკო: უკრაინას ევროკავშირის ისე სჯერა, როგორც სხვას არავის

პოროშენკო: უკრაინას ევროკავშირის ისე სჯერა, როგორც სხვას არავის

2უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ბლოკის შიგნით კრიზისის მაჩვენებელია, თუმცა, უკრაინას ევროკავშირის შესაძლებლობების ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად სჯერა.
“არსად ევროპაში თქვენ ვერ ნახავთ იმაზე მეტ რწმენას ევროკავშირისადმი, ვიდრე უკრაინაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ევროკავშირის უარყოფითი მხარეები, არამედ, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით ალტერნატივები” – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინელი ლიდერის თქმით, იმათ, ვისაც გაერთიანებიდან უნდათ გასვლა, მეტი ძალაუფლება სურთ და ნაკლები პასუხისმგებლობა.
“უკრაინამ ევროპული გზა აირჩია და არამოტივირებულ აგრესიას შეეჯახა ევროპული გზის არჩევის გამო. ჩვენ გვგონია, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა გაერთიანდეს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ შილდასთან ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დამატებითად ცხრა რუსული არხი აკრძალეს