უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ისინი აღმოსავლეთ ფრონტზე, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.

“ქართული ლეგიონის” მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში, ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

შეგახსენებთ, პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 58 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ნერგეეთში ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის მამას და მის 3 არასრულწლოვან შვილს
შემდეგი სტატიასოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს