ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს