სოფელ ნერგეეთში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, ეძებენ არასრულწლოვნებსაც.

მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. მაშველებმა მანამდე ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიასტიქია სურამში- ხალხი სახლებიდან ვერ გამოდის, ქუჩები დატბორილია