აქციიდან გაუჩინარებულ მომიტინგეს ეძებენ უკვე 2 დღეა ეძებენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან გაუჩინარებულ მომიტინგეს ეძებენ – უკვე მეორე დღეა, ოჯახი გელა ნადირაძეს ვერ აგნებს.

37 წლის კაცი რუსთაველზე მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შემდეგ გაქრა. ბოლო კადრებში, რომელიც ტელეოპერატორებმა გადაიღეს, ჩანს, რომ სპეცრაზმელები მამაკაცს უსწორდებოდნენ.

დაკარგული კაცის ახლობლები ამბობენ, რომ ინფორმაციის მოკვლევის მიზნით, პოლიციაში იყვნენ მისულები, ასევე დარეკეს სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გენერალურ ინსპექციაში. თუმცა ამ დრომდე არ ვრცელდება არანაირი სახის ცნობა მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

“გელა ნადირაძე წამოვიდა რაიონიდან. არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა. მეორე დღისით ვნახეთ კადრები, სადაც აკავებდნენ და არის უმძიმესი. ვერ ვუკავშირდებით ტელეფონზე. კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. იზოლატორში არსად არ არის. ჩვენი მოძიებით საავადმყოფოში სადაც მოვიძიეთ, არსად არ არის. პასუხი არ გვაქვს. დაკავების სცენას რასაც ვუყურებთ, უმძიმესია. ისე დააკავეს ადამიანი, არ მგონია, დაზიანებების გარეშე ყოფილიყო. გაგვაგებინონ სად არის ეს ადამიანი და პირველი რაც გვაინტერესებს, ჯანმრთელობის მდგომარეობაა”, – ამბობს ახლობელი.

banner
წინა სტატიაშიაურზაური მოაწყვეს, დააბინძურეს და დაანგრიეს იქაურობა და შეუძლებელი იყო სხდომის ჩატარება – ხუნდაძე
შემდეგი სტატიამივხვდი, რომ ალბათ რაღაცას მალავდნენ უბრალოდ იქ ჩხუბი არ დავიწყე – კობერიძე სასწრაფოს ექიმებზე