“ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის – ჰაკერი

“ოცნება” სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისთვის” – ამის შესახებ განცხადება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი აკეთებს.

ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი წერს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება მხარდამჭერების დაკარგვას და ხელისუფლების ლეგიტიმურობის შემცირებას განაპირობებს.

“დღევანდელი “ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება ხალხის დაკარგვისა და ლეგიტიმურობის შემცირების ნიშანია. არა რუსულ კანონს!” – წერს ჰაკერი.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ უარი თქვა შეერთებული შტატების მოწვევაზე – დანიგანი
შემდეგი სტატიააქციის მონაწილე, გელა ნადირაძე, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იპოვეს