უკრაინაში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირები

კიევში დააკავეს ჯაშუშები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში მუშაობდნენ და რუსულ მხარეს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ – ინფორმაციას Reuters, უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა სახელები არ საჯაროვდება. ერთ-ერთი მათგანი მინისტრთა კაბინეტის სამდივნოში მუშაობდა, მეორე კი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

უწყების ცნობით, ჯაშუშების გასანეიტრალებლად მრავალეტაპიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულებმა აღიარეს, რომ რუსეთს აწვდიდნენ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვისუნარიანობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის გამაგრებისა და უკრაინელი ძალოვნების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რისთვისაც მიიღეს თანხა 33 000 და 27 000 დოლარის ოდენობით.

ერთ-ერთმა დაკავებულმა ასევე აღიარა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან 2019 წლიდან თანამშრომლობდა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას: იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“?
შემდეგი სტატიაუკრაინამ 35 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა