უკრაინამ 35 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რაიონში, დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენების მორიგი ოპერაცია შედგა და უკრაინამ 35 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

ოპერაცია განხორციელდა სპეციალურ ვითარებაში დაკარგული პირების კომისართან, შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან და უკრაინის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით. დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესი, ჟენევის კონვენციის წესების შესაბამისად გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირები
შემდეგი სტატიაბეჭდის დასმაა, რომ ოცნებას NATO-ში გაწევრიანებაზე ხელი აქვს აღებული – კანდელაკი ღარიბაშვილზე