უკრაინაში არჩევნების პირველი ტურის შედეგების წინასწარმეტყველება რთულია

ევრომაიდანის შემდეგ უკრაინაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს და მისი შედეგების პროგნოზირება რთულია. არჩევნებზე სამი მთავარი კანდიდატია, რომელი მათგანი გადავა მეორე ტურში, ჯერჯერობით, შეუძლებელია თქმა.
საარჩევნო ოლქები დილის 8 საათიდან ღიაა. დილის ათი საათისთვის უკრაინის შს სამინისტრომ გაავრცელა, რომ დაფიქსირებულია 25 საჩივარი, მათ შორის, არაკანონიერ აგიტაციაზე, მოსყიდვასა და ბიულეტენების ფოტოგრაფირებაზე. კიივის ორ საარჩევნო უბანში ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ქვრივი სინდი მუშაობს.
უშიშროების სამსახურებმა ძირითად ობიექტებზე დაცვა გააძლიერეს – “ბიბისი” ავრცელებს. ადგილობრივი დროით 11 საათისთვის ამომრჩეველთა 16,08%-მა ხმა უკვე მისცა თავის არჩეულ კანდიდატს, 2014 წელს იმავე დროს ამომრჩეველთა აქტიურობა 17,6% იყო.
კიივის მერი ვიტალი კლიჩკო არჩევნებზე ველოსიპედით მივიდა. საკუთარი პოზიცია უკვე დააფისირეს იულია ტიმოშენკომ და პეტრე პოროშენკომ.

თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. ის, რომ მეორე ტური იქნება, ახლა ეჭვი, თითქმის არავის ეპარება.
არჩევნებში სულ 39 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ამის გამო, ბიულეტენის სიგრძე 80 სმ-ია, სიგანე კი – 20. სულ დაბეჭდილი ბიულეტენების საერთო ფართობი 5კვ/კმ-ია.
ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს დაახლოებით 19.45 საათისათვის გამოაცხადებენ. საბოლოოს კი – 23.00 საათისთვის.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – ბიძინა ივანიშვილის სოფელ ხიბულაში ჩასვლა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს უკავშირდებოდა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – ბიძინა ივანიშვილი არამარტო სამეგრელოში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში ჩადის