დავით ზალკალიანი – ბიძინა ივანიშვილი არამარტო სამეგრელოში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში ჩადის

ბიძინა ივანიშვილი არამარტო სამეგრელოში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში ჩადის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს რეგიონებში ჩასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ბიძინა ივანიშვილი არამარტო სამეგრელოში, არამედ ყველგან დადის. ეს არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი ჩადის ყველა რეგიონში და ეს მისი პირველი ვიზიტი არ არის, სამეგრელოშიც არის ნამყოფი, მათ შორის აბასთუმანშიც ხშირად ყოფილა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ის არის პარტიის ლიდერი, დადის რეგიონებში და აინტერესებს, როგორ არის რეგიონები განვითარებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 30 მარტს ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამასთან, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაშიც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში არჩევნების პირველი ტურის შედეგების წინასწარმეტყველება რთულია
შემდეგი სტატიაილია მეორე: მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი