უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარეები თავიანთ ქვეყნებში შეათანხმებენ

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. მხარეები თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციამ დღეს გამართა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომლის მთავარი მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. მხარეებმა განსაზღვრეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც მიღებულია გარკვეული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

​პოდოლიაკის თქმით, ახლა მხარეები კონსულტაციებისთვის თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან, რათა ამ გადაწყვეტილებებს მიეცეს გარკვეული შესაძლებლობები ლოგისტიკური გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში, რომელზეც ეს თემები მიიღებენ კონკრეტულ პრაქტიკულ განვითარებას.

banner
წინა სტატიაშისაბანაძე – დროა გავაკეთოთ ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია, გავანადგუროთ მისი გავლენის წარმოსახვითი სფერო – საქართველო და უკრაინა გავაწევრიანოთ ევროკავშირში
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე PCR ტესტირება პირველი მარტიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება