საბანაძე – დროა გავაკეთოთ ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია, გავანადგუროთ მისი გავლენის წარმოსახვითი სფერო – საქართველო და უკრაინა გავაწევრიანოთ ევროკავშირში

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ნატა საბანაძე ევროპარლამენტს, “ევროპის სახალხო პარტიას”, “ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფს”, “განაახლე ევროპას”, “ევროპის სოციალ – დემოკრატიულ” და “ევროპის მწვანეთა პარტიებს” მიმართავს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ დროა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გააწევრიანონ.

” დროა გავაკეთოთ ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია – გავანადგუროთ მისი გავლენის წარმოსახვითი სფერო და საქართველო და უკრაინა გავაწევრიანოთ ევროკავშირში.

იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტი განახორციელებს შესაბამის ქმედებას” , – აღნიშნულია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიბორელი – ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე
შემდეგი სტატიაუკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარეები თავიანთ ქვეყნებში შეათანხმებენ