კორონავირუსზე PCR ტესტირება პირველი მარტიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება

„კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი მარტიდან PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.

„კოვიდტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება „ომიკრონი“ და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია.

აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, „კოვიდ-19“-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ ხუთი დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

„PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარეები თავიანთ ქვეყნებში შეათანხმებენ
შემდეგი სტატიაპუტინი ყირიმის რუსეთად ცნობას, ზელენსკის მთავრობის დამხობას, უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს