უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი – ჩავუშოღლუ

რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებული წინააღმდეგობების დიპლომატიური მოგვარების საშუალებები არ ამოწურულა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი მოთხოვნაა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა ამ საკითხზე აქტიურად საუბრობს იმ ქვეყნებთან, რომელთა საერთაშორისო გარანტორებად ხილვაც კიევს სურს.

„უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი. გამოთქმულია ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები, განიხილება სიტუაციიდან გამოსვლის ალტერნატიული გზები“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო ახალი ცივი ომის დაწყების მომსწრეა.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ აქტიური ნაბიჯებია საჭირო. თურქეთი ცდილობს ამ საკითხში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე – უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე შეიარაღების ქონა
შემდეგი სტატიამინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გახაროთ, მარიუპოლში „აზოვსტალს“ დღეს ავიღებთ – კადიროვი