უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე – უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე შეიარაღების ქონა

უკრაინული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე შეიარაღების ქონა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ BBC-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინას ექნება მსგავსი შეიარაღება, ის შეძლებს რუსეთის თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

„უკრაინული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძიმე შეიარაღის ქონა, მათ შორის, საარტილერიო სისტემების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების.

თუ უკრაინას ექნება ეს იარაღი, ის შეძლებს რუსულ თავდასხმასთან გამკლავებას და შეძლებს გამარჯვების მოპოვებას აღმოსავლეთ რეგიონში“, – განაცხადა მან.

ჟოვკვას თქმით, დასავლეთიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება თანდათან უმჯობესდება. მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებაში ისეთი იარაღი იყო, რომელიც უკრაინას რეალურად სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიხულოს სოფელში ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ხევში გადავარდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები, ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი – ჩავუშოღლუ