უკრაინამ ჟურნალისტ შერემეტის სიკვდილში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ჟურნალისტ პავლე შერემეტის მკვლელობის დამკვეთები რუსული სპეცსამსახურები არიან -წერს დღეს “112 უკრაინა”.
“მე არა ერთხელ განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დანაშაული შეკვეთილი იყო გარედან, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ. ეს მათი ხელწერაა” – თქვა შკირიაკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტში გამოჩნდა სათვალთვალო კამერებიდან კადრები, სადაც ჟურნალისტ პავლე შერემეტის სავარაუდო მკვლელები არიან აღბეჭდილი.
ფოტოზე ორი ადამიანი ჩანს – მამაკაცი და ქალი. ქალს მარჯვენა ხელში ჩანთა უჭირავს, სავარაუდოდ, ასაფეთქებლებით სავსე, შუბლზე მოხვეული აქვს კაპიშონი და თავზე ახურავს კეპი. მამაკაცის სახესაც კეპი ფარავს.

გუშინვე, უკრაინის რადას დეპუტატმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტის მკვლელობის ძირითადი ვერსია დაასახელა. მისი თქმით, შერემეტის “დემონსტრაციული სიკვდილი” მიმართული იყო საზოგადეობაში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარე ეტაპზე შერემეტის რუსეთში ყოფნის პერიოდს სწავლობს.

23 ივლისს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის სიკვდილი, მისი პროფესიონალური საქმიანობის გამო გამოწვეული შურისძიებაა.
შერემეტის ავტომანქანა 20 ივლისს კიევის ცენტრში აფეთქდა. ძალოვანების თქმით, მანქანაში დამონტაჟებული იყო 500 გრამი ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ალაჰს და თურქ ხალხს ბოდიში მოუხადა გიულენის გამო
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა