ერდოღანმა ალაჰს და თურქ ხალხს ბოდიში მოუხადა გიულენის გამო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა ალაჰს და თურქ ხალხს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ადრე მხარს უჭერდა ოპოზიციონერ მქადაგებელს ფეხტულახ გიულენს, რადგანაც “მოღალატის სახე თავის დროზე ვერ ამოიცნო” -წერს The Hürriyet Daily News-ი.

“იმის მიუხედავად, რომ გიულენის მიმართ ეჭვები მქონდა, მე ამ ხალხს ვითმენდი მათი განათლების და საზოგადოებისადმი სასარგებლო შრომის გამო ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც. ჩვენ მათდამი ტოლერანტულები ვიყავით, იმიტომ, რომ ისინი ისლამის სახელით მოქმედებდნენ” – გამოცემას პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქეთში ჯერაც არიან ისეთები, რომელთაც არ სჯერათ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი დგას და დაამატა, რომ “ეჭვების ერა შეცვალა ბრძოლის ერამ”.

“ღიად ვაცხადებ, დღეიდან ვინც გააგრძელებს ტერორისტების ამ ლიდერის მოსმენას, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რაც მათ მოუვათ” – განაცხადა ერდორანმა.

სამხედრო გადატრიალების მცელობა თურქეთში 15-16 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 246 ადამიანი. 2 ათასზე მეტი დაშავდა. 60 ათასი სამხერო, პოლიციელი, მოსამართლე, ჩინოვნიკი, პედაგოგი დაკავებული ან სამსახურებიდან განთავისუფლებულ იქნა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“-მა უმასპინძლა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ჟურნალისტ შერემეტის სიკვდილში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა