უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული საბჭოსგან დადებითი პასუხი მიიღოს – ზელენსკი

“უკრაინას ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის დასაწყებად ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი გვაქვს, ეს ისტორიული შედეგია. ახლა მხოლოდ ევროპული საბჭოს მიერ მომდევნო კვირას გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ველოდებით. დარწმუნებული ვარ, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მიიღოს. უკრაინა ამ შედეგებს იმსახურებს, რადგან ჩვენი ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. მიუხედავად ომისა, უკრაინული ინსტიტუციები და დემოკრატია სიძლიერეს არ კარგავს. ევროპის გადაწყვეტილება არამხოლოდ დადებითი მოვლენა, არამედ მრავალწლიანი ევროპული ინვესტიციაა ჩვენს ქვეყანაში.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა – ზელენსკი
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ხულოში – 25 წლის კაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა