რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია, ვინაიდან მოსკოვმა კიევთან კავშირების დასანგრევად, ყველაფერი გააკეთა.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების კანონი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 17 ივნისის სხდომაზე მიიღო. ამასთან ერთად, 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

“სხვათა შორის, საინტერესოა თუ როგორ არჩევს თავად ისტორია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს: უკრაინის მთავრობამ [17 ივნისს] რუსეთთან უვიზო შეთანხმება გააუქმა. სავიზო რეჟიმი 1 ივლისიდან ამოქმედდება. რთულია, რომ დღევანდელი მოვლენების სიმბოლიზირებისას, არ გადააჭარბო. თუმცა, ეს მომენტი განზრახ არავის დაუდგენია – ეს ისტორიის თავისთავადი მიმდინარეობაა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა, ხოლო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კავშირი ევროპასთან, იყოს რაც შეიძლება ძლიერი”. – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული საბჭოსგან დადებითი პასუხი მიიღოს – ზელენსკი