უკრაინამ დეოკუპირებული ყირიმისთვის კადრების რეზერვის მომზადება დაიწყო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იწყებს აქტიურ მომზადებას ყირიმის განთავისუფლებისთვის.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მომავალი დეოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისთვის კადრების რეზერვის მომზადებაზე.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს გაიმართა გაფართოებული უწყებათაშორისი შეხვედრა ყირიმის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე ექსპერტთა საზოგადოების ჩართულობით.

“ხალხი მზად უნდა იყოს დეოკუპაციის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა,”- ხაზგასმით აღნიშნა ვერეშჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ხაზინამ გრიგორი ლეპსი სანქციების სიიდან ამოიღო
შემდეგი სტატია“რის გამოც ევროპას იწუნებენ, ის “ცოდვები” სინოდის წევრებში, მაღალ იერარქებში, მრავლად გვხვდება” – სპეციალურად “თაიმერისთვის” ლელა ჩხარტიშვილი