მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი – სტუდიო მონიტორი

სტუდია მონიტორი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.
დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.
გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც “სტუდია მონიტორის” ოფისია განთავსებული.
ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.
ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.
მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.
არა რუსულ კანონს!”.

banner
წინა სტატიაშიუჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყველა, ორის გარდა, იყო აირსოფტის სათამაშო იარაღია – უჩა აბაშიძის და
შემდეგი სტატიაახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – პრეზიდენტი პრემიერს