უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყველა, ორის გარდა, იყო აირსოფტის სათამაშო იარაღია – უჩა აბაშიძის და

უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყველა, ორის გარდა, იყო აირსოფტის სათამაშო იარაღი – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტის და სოციალურ ქსელში წერს. ანა აბაშიძე განმარტავს, რომ ორი ნამდვილი იარაღი, რომელიც მის ძმას სახლში ჰქონდა, მის სახელზე იყო გაფორმებული.

ექსპერტის და ასევე აირსოფტის თამაშის წესებს განმარტავს და ამბობს, რომ ის უწყინარი სპორტული თამაშია და ამაში კანონსააწინააღმდეგო არაფერია.

“6 წელია აირსოფტს ვთამაშობ. რვა წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მეტად შუთერები მიყვარს. უჩა თავისი თინეიჯერობიდან მოყოლებული ანუ 20+ წელია რაც აირსოფტს თამაშობს, ხოდა მეც დიდი გოგო რომ გავიზარდე, შემომთავაზა 24/7 შუთერებს რომ თამაშობ, მოდი, რეალობაში ითამაშეო. უჩამ მაჩუქა აირსოფტის სათამაშო იარაღი მთელი ეკიპირებით (სათვალე, მჭიდები, კამუფლაჟი, ხელთათმანები და ა.შ)

ვინც არ იცით რა არის აირსოფტი:

აირსოფტი არის გუნდური საბრძოლო სპორტული თამაში, სათამაშო იარაღებით. შინაარსობრივად იგივეა რაც პეინტბოლი, ოღონდ არ ხდება საღებავების სროლა, არამედ იარაღი ისვრის 6მმ მჩატე, პლასტმასის, ბიოდეგრადირებად ტყვიებს. (ეგენიც ამოიღეს) აირსოფტის იარაღი არის ვიზუალურად ნამდვილის კოპია, თუმცა სათამაშოა, ბატარიის გარეშე არ მუშაობს. ნამდვილ ტყვიას ვეეერ გაისვრის.

უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყვეეელააა ორის გარდა იყო აირსოფტის სათამაშო იარაღი (ჩემი იარაღის ნაწილიც წაიღეს, უჩასთან მქონდა გასაკეთებლად დატოვებული)

ის ორი ნამდვილი იარაღი კი უჩას სახელზეა რეგისტრირებული (სერიული ნომრები ვიდეოში გაბლარული რომ იყო ეგენია)

ვიღაცეები წერდნენ, ტყვია თუ შიშველ კანზე მოგხვდა დაგასახიჩრებსო. ფოტოებს გადახედეთ შიშველ მოთამაშეს ხედავთ ვინმეს?
აირსოფტი, როგორც უკვე ვახსენე, არის ს პ ო რ ტ უ ლ ი თამაში. შესაბამისად, აქვს თავისი ჩაცმის/აღჭურვის წესები. სათვალის გარეშე არავინ, არაააავიიინ არ თამაშობს. (თუ რაიმე მიზეზის გამო სათვალის მოხსნა გიწევს უსაფრთხო ადგილას მიდიხარ და იქ იხსნი, და არა შუა ომობანაში ყველა მხრიდან რომ ისვრიან)

ახლო მანძილიდან მოხვედრილი ტყვია მწარეა მაგრამ ზუსტად 2 წამით.ასევე 6 საათიანი ომობანას თამაშისას კი ხანდახან პატარა დაზიანებები შეიძლება მიიღო თუმცა დაზიანებების მიღება არცერთი ს პ ო რ ტ ი ს თ ვ ი ს არ არის უცხო ამბავი.

ამ წლების მანძილზე რამდენი თამაში მითამაშია ვერ დავთვლი. (წელიწადში 20 მაინც). არანაირი სერიოზული ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია.
სასაცილოა ეს ყველაფერი სატირალი რომ არ იყოს, – წერს ანა აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით – “დინამოს” გულშემატკივართა გაერთიანება
შემდეგი სტატიამესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი – სტუდიო მონიტორი