ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში, კრემლში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პუტინმა შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდა.

„ღია რეჟიმში ამაზე დეტალურ საუბარს არ დავიწყებთ, თუმცა არის შესაძლებლობა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ვისაუბროთ, ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექსზე, მათ შორის შევეხოთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ლიდერთან ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა.

„საბჭოს სხდომის დროს ეკონომიკური ბლოკი უკვე განვიხილეთ. და ახლა ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, რეგიონულ საკითხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – ყველამ ვიხილეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის, განსხვავებული აზრის მიმართ, ესენი არიან ბოლშევიკები
შემდეგი სტატიაკალაძე: ფაშიზმზე გამარჯვებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ჩაგვრა, გენოციდი და ადამიანების მკვლელობა უდიდესი ბოროტებაა