უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეექვსედ გაცვალეს – გათავისუფლებულია 19 ადამიანი

უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა. 10 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა სახლში, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„ამჯერად, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები. ბოლოს და ბოლოს, ახლა მათ შეეძლებათ სრული მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსის გავლა“, – ამბობს ვერეშჩუკი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მეექვსედ გაცვალეს:

მეხუთე გაცვლა შედგა 19 აპრილს – 76 უკრაინელი დაბრუნდა სახლში

მეოთხე გაცვლა შედგა 14 აპრილს – 30 უკრაინელი დაბრუნდა სახლში

მესამე გაცვლა შედგა 9 აპრილს – 26 უკრაინელი დაბრუნდა სახლში

მეორე გაცვლა შედგა 19 აპრილს – 90 უკრაინელი დაბრუნდა სახლში

პირველი გაცვლა 24 მარტს შედგა – 10 უკრაინელი დაბრუნდა სახლში

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა
შემდეგი სტატიარუსები კრემლისთვის საბრძოლველად უკრაინელების „იძულებით მობილიზებას“ გეგმავენ