რუსები კრემლისთვის საბრძოლველად უკრაინელების „იძულებით მობილიზებას“ გეგმავენ

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები კრემლისთვის საბრძოლველად, ადგილობრივი მოსახლეობის „იძულებით მობილიზებას“ გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.

ხერსონი, რომლის მოსახლეობაც 283 000 ადამიანს შეადგენს, იმ რამდენიმე უკრაინულ ქალაქს შორის ერთ-ერთია, რომელიც 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებული იყო.

„რუსი დამპყრობლები უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას გეგმავენ“, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები სოციალურ ქსელში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხერსონის ერთ სოფელში რუსეთის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ე.წ. მწვანე დერეფნები აღარ გაიხსნებოდა, შემდეგ კი, მათ რეგიონის დატოვებაც აუკრძალეს.

„ამავდროულად, რუსმა ოკუპანტებმა დაისახეს მიზანი, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა მთლიანად შეაჩერონ“, – დასძინეს სამხედროებმა.

მედია ასევე იუწყება, რომ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მოსახლეობის ტერორი კვლავ გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუსეთმა პატიმრები მეექვსედ გაცვალეს – გათავისუფლებულია 19 ადამიანი
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა რუსული არმიის სარდლობას სანქციები დაუწესა