უგულავას თქმით, აქციაზე მისვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა

​ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა, მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით, – განუცხადა გიგი უგულავამ რადიო „თავისუფლებას“ კოვიდინფიცირების მიუხედავად, აქციაზე მისი მისვლის კომენტირებისას.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე.

მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.

„ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა და მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი – გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები