სააკაშვილი – გუშინდელმა დღემ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თავის მიმართვაში წერს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს.

სააკაშვილის განცხადებით, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაათავისუფლოს, შესაბამისად ,ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში.

“მეგობრებო, თანამოქალაქეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით და ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი. ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუგულავას თქმით, აქციაზე მისვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – მართლმსაჯულების სისტემას ნულოვანი ნდობა აქვს