ლომჯარია: რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა გაზქურიდან. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც ციხის ადმინისტრაციას და პატიმრებს შეხვდა.

„როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, პირადი ექიმი სააკაშვილთან დაუყოვნებლივ შეუშვან
შემდეგი სტატიაუგულავას თქმით, აქციაზე მისვლისას ამერიკული პროტოკოლით იმოქმედა