უეფა-მ მარტვილური პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა – ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს

უეფა-მ უმაღლესი ჯილდო მარტვილის საფეხბურთო სკოლას გადასცა.

მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური გვერდის ცნობით, უეფა-მ ქართულ ფეხბურთში აკადემიის წვლილი გამოარჩია და საგანგებო ჯილდო გადასცა.

„დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეგვატყობინეს, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ უეფა-ში წარდგენილ იყო წლების მანძილზე ჯესი სურმავას მიერ მარტვილის საფეხბურთო სკოლის და ზოგადად სამეგრელოს რეგიონში ფეხბურთის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები. უეფა-მ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა და ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიანიჭა“, – წერია მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

ამ დონის საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან უპრეცენდენტოა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამის გამო სკოლის დირექცია ფეხბურთის ფედერაციის მადლიერია:

„მარტვილის საფეხბურთო სკოლა მადლობას უხდის, პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციას და მის თანამშრომლებს მხარდაჭერისათვის და ასევე ყველა პიროვნებას, თუ უწყებას წლების მანძილზე გვერდში დგომისათვის“.

banner
წინა სტატიაშიმეუფე მელქისედეკი: უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ
შემდეგი სტატიანუცა ბათიაშვილი: ამ არჩევნებზე გადის დღეს ჩვენი “დიდგორი”