მეუფე მელქისედეკი: უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ მოქალაქეები არჩევნებზე უნდა მივიდნენ და მათი წილი პასუხისმგებლობა ატარონ.

“ჩვენ მოქალაქეები ვართ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ. მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრზს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ.

არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა”, – წერს მეუფე მელქისედეკი.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ჩვენ ხვალ ვამარცხებთ ბაყბაყდევს და მთელი ერია ცისკარა
შემდეგი სტატიაუეფა-მ მარტვილური პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა – ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს