უცნობებმა რომის პაპის კრიტიკის შემცველი პლაკატები გააკრეს

რომში, უცნობმა პირებმა, ქუჩებში გააკრეს პლაკატები, სადაც რომის პაპის მისამართით კრიტიკაა გამოთქმული – The Telegraph-ი ავრცელებს.

ფოტოზე წარწერილია: “ფრედერიკ, შენ კონგრეგაციაზე კონტროლი აიღე, გაანთავისუფლე მღვდლები, მალტის ორდენი მეთაურის გარეშე დატოვე, ასევე ფრანცისკანელების ბერთა ორდენი, კარდინალებს იგნორირებას უკეთებ… და სად არის შენი ქებული სულგრძელობა?”.
ვარაუდობენ, რომ ინიციატივა კონსერვატორებს ეკუთვნით, რომლებიც პაპის რეფორმებით უკმაყოფილო არიან.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში 400 ეჭვმიტანილი დააპატიმრა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველისთვის შაჰინის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებარია