სახალხო დამცველისთვის შაჰინის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებარია

სახალხო დამცველისთვის შაჰინის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება გაუგებარია. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.

“მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი. თვეების წინ არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, რომ რეალურად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ხდება, არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებულნი, აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით. საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია და არავის უნდა შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება. თუ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასაბუთებული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ 3 თებერვალს შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა, თუმცა ამის მიუხედავად, სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუცნობებმა რომის პაპის კრიტიკის შემცველი პლაკატები გააკრეს
შემდეგი სტატიააშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს