თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ავიაკომპანია Turkish Airlines-დან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცის “როიტერსი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით,Turkish Airlines-იდან თანამშრომლები 24 ივლისს დაითხოვეს, მათ შორის არიან ავიკომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.
კომპანიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ , დაახლოებით 10 ათასი ადამიანია დაკავებული. სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს 45 000 ადამიანს, მათგან 15 000 მასწავლებელი, ხოლო 1500 დეკანია.
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლესაც. ასევე თურქეთის პროკურატურამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა