გიორგი კვირიკაშვილი პაპუაშვილზე: მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან

გიორგი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე დავუკავშირდი მას ტელეფონით და შევთავაზე, დაუყოვნებლივ მიეწოდებინა პროკურატურისთვის ის მასალები რაც ჰქონდა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„სამწუხაროდ მან გადაწყვიტა, რომ არ მიემართა პროკურატურისთვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს და პროკურატურის ნებისმიერ რიგით წარმომადგენელს, უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე არ მაქვს პრობლემა მასთან შეხვედრის რა თქმა უნდა, უბრალოდ მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც არის ყოვლად დაუშვებელი”,- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, ის უკვე ესაუბრა მთავარ პროკურორს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რო მპრეზიდენტი და პროკურორი მალე შეხვდებიან ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: პრეზიდენტს ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული
შემდეგი სტატიაTurkish Airlines-დან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს