წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ამ ეტაპზე ნაკიფუსა და მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება.
ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა.
ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
ამ მიზნით, როგორც ცნობილია, მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში 7 ახალი მარშრუტი ამოქმედდება, რამდენიმე კი შეიცვლება
შემდეგი სტატიათბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება