თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იდეა პროექტის “შენი იდეა თბილისის მერს” ფარგლებში მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს:

“დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის განცხადებებთან დაკავშირებით გენინსპექცია მოკვლევას ახორციელებს – პროკურორი