წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო.აღნიშნული გადაწყვეტილება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და წალენჯიხის ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღეს.

საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესს მონიტორინგს უწევდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის სკოლამდელი, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ნატო კვარაცხელია.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ორი კვირის მარაგს მიიღებენ და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

აღნიშნული პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 სკოლამდელი დაწესებულებაა, სადაც 1126 აღსაზრდელი სწავლობს.

პროდუქტის გაცემა ეტაპობრივად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: ექიმები მკურნალობის პროტოკოლის შეცვლას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბოკერია: სურვილი, დაეხმარო ქვეყანას, გასაგებია, დახმარება არ შეიძლება საფრთხედ იქცეს