ქართველი ხალხი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დღეს ისევ ქუჩაში გამოვიდა

თავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ქართველი ხალხი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დღეს ისევ ქუჩაში გამოვიდა. მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით დაიძრა.

რუსული კანონის გაწვევა არის უმთავრესი რასაც საქართველოს მოსახლეობა მეორე თვეა მოითხოვს. პრეზიდენტის ვეტოს განხილვამდე პროტესტში ჩართულები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოლიგარქის ხელისუფლებას გააუქმოს რეპრესიული კანონო. პარალელურად მარშის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციებზე გამოსული ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შეწყვეტას მოითხოვენ.

თავისუფლების მარშს უერთდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოქალაქეები პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები. ყველა ის ადამიანი ვინც მიიჩნევს რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა იბრძოლოს ახლა მსვლელობით იმ უწყებისკენ მიემართება, რომლის თანამშრომლებიც მშვიდობიან აქციებზე დემონსტრანტებს უპირისპირდებიან და სასტიკად უსწორდებიან.

 

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – დღევანდელი მარშის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ