მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა

მარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა 30 წლამდე შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბრალდებული პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიაEU-ს მიერ საქართველოს დასანქცირება, შეიძლება, ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს-რუსეთის დუმის დეპუტატი