ბოკერია: სურვილი, დაეხმარო ქვეყანას, გასაგებია, დახმარება არ შეიძლება საფრთხედ იქცეს

“გასაგებია სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან სურვილი, რომ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რს ნორმალური კი არა, საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება, რომ იქცეს საფრთხედ” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მიერ პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების დარიგებას.

ბოკერიას თქმით, ის, რაც ზუგდიდში ხდებოდა დაუშვებელია და პოლიტიკური ჯგუფის მიმართ კრიტიკა დამსახურებული იყო.

“კარგია, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა წრაფადვე, თვითონ აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო საუბარი რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე. ეს არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ეს არის წესების მკაცრად დაცვის დრო”, – თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ ამ პოლიტიკური გუნდისა და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენა.

ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს 50 მოხალისე ჰყავს, რომლებმაც ტრენინგი ლუგარის ლაბორატორიის რჩევებზე დაყრდნობით გაიარეს.

“მივმართავ ბატონ იმნაძეს და ბატონ გამყრელიძეს, გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი, სამართლიანი, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. თხოვნა მაქვს მათთან, რომ იყვნენ თანმინდევრული – როდესაც ასე მკაცრად დამსახურებულად აფასებენ ამას, ასეთივე მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, ნებისმიერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, სადაც რისკები ბევრად მეტია, როცა საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

“”ის რაც მათ ზუგდიდში გააკეთეს, ამას მავნებლობა ჰქვია, იმას, რასაც ჩვენ ვაკეტებთ, ამას ჰქვია საქმის კეთება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს.

26 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს, თუმცა ამ საშუალებების მოქალაქეებისთვის გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა, რადგან ათობით ადამიანი მჭიდროდ იდგა ერთმანეთთან.

შსს-ის ცნობით, უწყებამ “ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 000 ლარით დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: ახლა არ არის არც სამეგობროს, არც ოჯახური და არც ეკლესიებში შეკრებების დრო