პუტინი კობახიძეს გამოექომაგა

რაღაც უცნაური ტენდენცია შეინიშნება იმ ლიდერებში, რომლებიც არ ეთანხმებიან კოლექტიურ დასავლეთს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ევროკომისარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედით დაემუქრა. როგორ აფასებთ ამას, ეს კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკაა?

– მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც რომელიღაც კომისარმა თქვა – იქ ბევრი კომისარია, ისინი იცვლებიან და სულ რაღაცებს ბოდავენ, მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ – ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს.” – თქვა პუტინმა

შეგახსენებთ, კობახიძემ გუშინ ევროკომისარი “მუქარაში” დაადანაშაულა, რასაც მალევე ვარჰეის პასუხი მოჰყვა, რომ მათი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

banner
წინა სტატიაშირა უთხრეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს და რა პასუხი მიიღეს მათ ლევან დავითაშვილისგან
შემდეგი სტატიათავისუფლების მარში რუსული კანონის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ